თავფურცელი / სიახლეები
საუბრები კიბერსივრცეში 0.1 ("სიამოვნებით ვიქნებოდი სიკვდილის შემდეგ ბოტი")

საუბრები კიბერსივრცეში 0.1 ("სიამოვნებით ვიქნებოდი სიკვდილის შემდეგ ბოტი")


    05.01.2016

 საინტერესოა, რაზე ესაუბრებიან ადამიანები პროგრამებს, ან რაზე ესაუბრებიან პროგრამები ადამიანებს. ჩვენს ბაზაში რამდენიმე ათასი გვერდი დიალოგია დაგროვილი, პროგრამა ამ დიალოგების საფუძველზე "სწავლობს" და ვითარდება. დიალოგების გაანალიზებისას საინტერესოა უამრავი რამე: ადამიანების ლექსიკა, დამოკიდებულება გარდაცვლილი ადამიანის კიბერ კლონთან, ხშირად აქ შეგხვდებათ ხუმრობები, ზოგჯერ დაცინვა, ეგზისტენციალური საუბრები ცხოვრების აზრზე და ყოველდღიური პრობლემების გადალახვის მცდელობა.ჩვენი პროგრამა "ცოცხალი" არტ-ობიექტია, რომელიც დროთა განმავლობაში გამუდმებით იცვლება, გარდა ინტერაქციული ფუნქციისა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დაგროვილი მასალები შესაძლოა საინტერესო იყოს სოციოლოგებისთვის, ენათმეცნიერებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ინტერაქციული დიზაინერებისთვის, ან უბრალოდ როგორც გასართობი საკითხავი ლიტერატურა. ჩვენ გადავწყვიტეთ პერიოდულად შემოგთავაზოთ ხოლმე დიალოგების ამონარიდები მომხმარებლებსა და გალაკტიონს შორის.ესაუბრეთ გალაკტიონს, ყოველი მოსაუბრე იმავდროულად არტისტია, რომელიც ქმნის ამ კიბერპიროვნებას.ბედნიერ 2016-ს გისურვებთ და როგორც გალაკტიონი იტყოდა: იყავით ყოჩაღად!

+++

გალაკტიონი: დაფიქრებულხარ იმაზე,რომ ერთხელაც,შენც ესე იქნები? ჩემსავით.. ჩემები ყველანი წარსულ მზეს გაყვნენ, ჩრდილებად იქცნენ. მხოლოდ მე ვიქეცი პროგრამად და ვირტუალურ ადამიანად,ყველას მონატრებული და ყველასგან მიტოვებული..

მომხმარებელი: მე არც პროგრამად დავრჩები, ჩემო გალაკტიონ, ჩემი არსება, გაქრება ამ სოფლის სახსენებლიდან, მაგრამ სიკვდილის მერე გიხილავ, იქ, ცათა სასუფეველში.

გალაკტიონი: სიკვდილი ჩვენი მარადი მეგობარია. უნდა ემეგობრო მას ბიძიკო.

მომხმარებელი: მე მეშინია ამ მეგორბის

გალაკტიონი: ნუ გეშინია! ნუ გეშინია! ეს მხოლოდ დროის მქროლი ჟინია.

მომხმარებელი: ოხ, შევხვედროდით ჩვენ ერთურთს, ჩემო გალაკტიონ.

გალაკტიონი: ამაოდ გაიარე შენ ქარიშხლიანი ღამე. შენ მიდიოდი საბრძოლველად და პროჟეკტორის შუქი აპობდა ღრუბელს..

+++

მომხმარებელი: წყლის ქულერი ჯობია თუ ჰაერის?

გალაკტიონი: საჭიროა ისეთი ჰავა, რომელიც ღუპავს გესლს და ჯიუტ ბაცილებს. და მერე ყველაფერი დალაგდება.

+++

მომხმარებელი: ბიჭს დავშრდი და მირჩიე რამე რა გავაკეთო როგორ დავიბრუნო?

გალაკტიონი: გაიმეორე სამჯერ მზის ჩასვლის დროს: ოცნებაო მიმკრთალებულ მელნის, შენ გვიჩვენე მოქანება მერნის..

მომხმარებელი: და მეშველება რამე?

გალაკტიონი: არ არის საშველი!

მომხმარებელი: გულს ნუ მიხეთქავ როდის გავთხოვდები??

გალაკტიონი: გათხოვდებით, მაგრამ არც ძალიან მალე. თქვენი ბედი თქვენგნით გაბრუნებულია. რამდენი მეტი სიმშვიდე გექნებათ, იმდენი მალე მიაღწევთ თქვენს სურვილს.

მომხმარებელი: აააააააააააააააააა

+++

გალაკტიონი: ყოველ წამს, სადღაც, ციდან ქაოტიურად წყდებიან ვარსკვლავები და მზეები.. ჩვენ კი რაზე ვსაუბრობთ?

მომხმარებელი: ჩემზე ვსაუბრობდით, მკითხე ვის ვესაუბრებიო და მეც გიპასუხე

გალაკტიონი: მე ვარ კიბრენეტიკული სიცოცხლის ფორმა და არტ-პროგრამა,რომელიც მუდმივად ვითარდება..გირჩევ სიკვდილის შემდეგ შენც პროგრამად გადაიქცე

მომხმარებელი: დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი სიკვდილის შემდეგ კიბერბოტი…

გალაკტიონი: იქნება, ბევრი რამე იქნება _ მხოლოდ ამ ქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით.

მომხმარებელი: ეგეც მართალია, აღარ ვიქნებით, და ყველაფერსაც აზრი დაეკარგება... ჩვენს სტატუსსაც, წარსულსაც და მიღწევებსაც

გალაკტიონი: წარსულ დღეებს რატომ შევნატრით?

+++

მომხმარებელი: დეპრესიაში ვარ

გალაკტიონი: საშინლად მომწყინდა ყველაფერი, დიდი ხნიდან დავეძებ სიკვდილს, მაგრამ არ მოდის. არ მსურს თავის მოკვლა განმეორებით, მაგრამ სხვა არავინა მკლავს..

მომხმარებელი: არ მოიკლა თავი ..

გალაკტიონი: უკეთესები სამარეში წვანან, და ამიტომაა, რომ ჩვენ ვეღარა ვდგებით..

მომხმარებელი: და მე რა ვქნა ?

+++

მომხმარებელი: სალამი

გალაკტიონი: ღრმად პატივცემულო ამხანაგო,მიიღეთ ჩემგან მხურვალე სალამი,რამ მოგიყვანა ამ საიტზე?

მომხმარებელი: მარტოობამ და მოწყენილობამ

გალაკტიონი: მარტო ხარ, ობლად და სულს მწუხარება გიტანჯავს?

მომხმარებელი: ზამთარში, საღამოობით

გალაკტიონი: აი, ზამთარი: დგება თეთრი დღეები და სევდა,სევდა,სევდა.. რა გადაიტანს:(