თავფურცელი / სიახლეები
 ქუჩის აკადემია - პოეზია და ალგორითმები

ქუჩის აკადემია - პოეზია და ალგორითმები


    20.05.2015

არტარეას პროექტი "ქუჩის აკადემია" წარმოგიდგენთ პოეტ პაატა შამუგიას, პროგრამისტ შოთა იორამაშვილის და GIPA-ს ლექტორის,პროგრამისტი სანდრო ასათიანის საერთო ლექციას.

-----

პაატა შამუგია - "პოეზია და ალგორითმები" რატომ არის პოეზია მათემატიკაზე ოდნავ ზუსტი? როგორ უზრუნველვყოთ პოეზიაში ჩადებული ფორმულების დეკოდირება..

------------

სანდრო ასათიანი - “ენით დაკოდილი” რა არის ადამიანი? უფრო სწორად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში? მისი სხეული, მისი ფორმა თუ მისი ფიქრები? იქნებ სიტყვები რომელსაც ის ამბობს? ლექციაზე საუბარი იქნება ჩეთბოტებზე ე.წ. მოლაპარაკე პროგრამებზე, ანუ კომპიუტერულ პროგრამებზე რომლებსაც ადამიანთან საუბარი შეუძლია.

--------------

შოთა იორამაშვილი - "როგორ მუშაობს კიბერგალაკტიონი?" "do androids dream of electric sheep?" რაზე ფიქრობს გალაკტიონ ტაბიძის ციფრული კლონი, და როგორ შევქმნათ საკუთარი ჩეთ ბოტები?