თავფურცელი / სიახლეები
ადამიანის ენობრივი ასლი

ადამიანის ენობრივი ასლი


    01.05.2015

ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ფრენა ესწავლა და საუკეთესო გზად ფრინველების მიბაძვა ეჩვენებოდა. ძველ ბერძნულ მითში იკაროსი ბუმბულისაგან დამზადებული ფრთებით ცდილობდა გაფრენას. ლეონარდო და ვინჩის დღიურებიდანაც ჩანს, რომ იგი სწავლობდა ფრინველების ფრთების აგებულებას რათა საფრენი აპარატი შეექმნა. აი ძმები რაითები (Wright brothers) კი ფრინველთა მიბაძვის ნაცვლად პირდაპირ საფრენი აპარატის შეექმნით დაინტერესდნენ და ყველაფერი გამოუვიდათ. შესაბამისად, ადამიანის მსგავსი მექანიზმის ან არსების შესაქმნასთან ვიზუალური მსგავსება არაფერ შუაშია. რა არის ადამიანი? უფრო სწორად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში? მისი სხეული, მისი ფორმა თუ მისი ფიქრები? იქნებ სიტყვები რომელსაც ის ამბობს?

იხილეთ სრული ტექსტი